

საზოგადოებრივი საქონელი

საზოგადოებრივი საქონელი (Public Goods) არის პროდუქტის ან მომსახურების განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც აქვს ორი უნიკალური მახასიათებელი, რაც მას ძალიან განასხვავებს მაღაზიაში შეძენილი ჩვეულებრივი საქონლისგან.
1. არაგამორიცხვადი
როგორც კი საქონელი არსებობს, თქვენ ვერ აუკრძალავთ ადამიანებს მისი გამოყენება, მაშინაც კი, თუ ისინი არ იხდიან მასში.
მაგალითად ეროვნული თავდაცვის შემთხვევაში, თუ სამხედრო იცავს ქვეყანას, ის იცავს ყველას - ის ვერ დაიცავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც გადასახადები გადაიხადა და სხვებს დაუცველს დატოვებს. მაგალითად ქუჩის განათება, როგორც კი ისინი აინთება, ყველა, ვინც გაივლის, სარგებელს იღებს - თქვენ ვერ დაბლოკავთ სინათლის გადაუხდელებისთვის რომელიმე მოქალაქეს.
2. არაკონკურენტული
ერთი ადამიანის მიერ საქონლის გამოყენება არ ამცირებს სხვებისთვის ხელმისაწვდომ რაოდენობას. მისთვის არ არსებობს კონკურენცია ან მეტოქეობა.
მაგალითად, შუქურა - გემი, რომელიც შუქურას იყენებს ნავიგაციისთვის, არ უშლის ხელს სხვა გემებს იმავე სინათლის გამოყენებაში. ტელევიზიის/რადიო მაუწყებლობა - მე, როდესაც ვუყურებ გადაცემას, არ ამცირებს თქვენს შესაძლებლობას, რომ ნახოთ იგი.
საზოგადოებრივი საქონელია: ეროვნული თავდაცვა, საზოგადოებრივი პარკები, სუფთა ჰაერი, წყალდიდობის კონტროლის სისტემები, ქუჩის განათება, გამაფრთხილებელი სირენები.
საზოგადოებრივი საქონელი განმარტავს:
რატომ არსებობს მთავრობა - კერძო კომპანიები არ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ საქონელს, რადგან მისგან მოგებას ვერ მიიღებენ.
რატომ ვიხდით გადასახადებს - ბიზნესებისა და დასაქმებული ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადები აფინანსებს საზოგადოებრივ საქონელს, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა.
უბილეოთ მგზავრის პრობლემა (Free Rider Problem)
ვინაიდან საზოგადოებრივი საქონელი არ არის გამორიცხვადი, ადამიანებს აქვთ სტიმული, იყვნენ „უბილეთო მგზავრები“ - ისინი სარგებელს იღებენ გადახდის გარეშე.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კერძო კომპანია, რომელიც ფიქრობს საზოგადოებრივი საქონლის მიწოდებაზე - ვთქვათ, გემებისთვის შუქურის აშენებაზე.
თქვენი გაანგარიშება:
- შუქურის აშენება 1 მილიონი დოლარი ღირს
- ეს 1000 გემს უსაფრთხოდ ნავიგაციაში დაეხმარება
- თითოეული გემი შუქურიდან 2000 დოლარის სარგებელს იღებს
- საზოგადოებისთვის მთლიანი სარგებელი: 2,000,000 დოლარი (ცხადია, ღირს აშენება!)
მაგრამ აი, პრობლემა. თქვენ გემის მფლობელებს სთხოვთ, რომ თითოეულმა გადაიხადოს 1000 დოლარი (თქვენი ხარჯების დასაფარად და მოგების მისაღებად). გემის მფლობელები ფიქრობენ - „როგორც კი ეს შუქურა აშენდება, მე ისედაც ვისარგებლები მისით, გადავიხდი თუ არა. რატომ უნდა გადავიხადო 1000 დოლარი, როცა შემიძლია უბრალოდ დაველოდო სხვების გადახდას და უფასოდ გამოვიყენო ის?“
ყველა ასე ფიქრობს და შედეგად, თქვენ შეიძლება 50,000 დოლარი შეაგროვოთ და არა 1,000,000 დოლარი, რაც გჭირდებათ. შესაბამისად თქვენ არ აშენებთ შუქურას, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას სურს შუქურა (საერთო სარგებელი = 2 მილიონი დოლარი), საზოგადოებას შეუძლია მისი შეძენა (მხოლოდ 1 მილიონი დოლარი ღირს) და ეკონომიკურად ეფექტური იქნება მისი აშენება.
კონკურენტული ბაზარი ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი საქონლის შექმნას, რადგან კერძო კომპანიებს არ შეუძლიათ საკმარისი შემოსავლის მიღება მოგებისთვის. “უბილეთო მგზავრის” პრობლემა ნიშნავს, რომ ადამიანები ნებაყოფლობით არ გადაიხდიან იმაში, რასაც მაინც მიიღებენ. შედეგად წარმოიქმნება არასაკმარისი მიწოდება - ბაზარი უზრუნველყოფს სოციალურად ოპტიმალურ რაოდენობაზე ნაკლებს. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ კონკურენტული ბაზრები საზოგადოებრივი საქონლის, როგორიცაა ეროვნული თავდაცვა, ქუჩის განათება, საზოგადოებრივი პარკები, საკმარის მიწოდებას.
photo: Karola G via Pexels