„EFI“ საქართველოში
ყველას უნდა ესმოდეს ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკა. ყველა უნდა საუბრობდეს ეკონომიკის ენაზე.
ყველას უნდა ესმოდეს ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკა. ყველა უნდა საუბრობდეს ეკონომიკის ენაზე.
ეკონომიკური პრინციპები ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მთავარია, მათი ამოცნობა ვისწავლოთ.
ჩემი ყველაზე კარგი შენაძენი ვარდისფერი ხავერდის ფარდაა. 2003 წელს ინგლისში ვსწავლობდი. ხელმოკლედ ვიყავი და უცხო ქვეყანაში ცხოვრებისთვისაც მოუმზადებელი. დიდ ბრიტანეთში ისე ჩავედი ორ კლასელთან ერთად, რომ დასარჩენი ადგილიც არ გვქონდა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველაფერი მოგვარებადია.
უნივერსიტეტის კამპუსზე დაბინავებაზე უარი მქონდა ნათქვამი, რადგან ძალიან მეძვირა და ვიფიქრე, რომ თვითონ უფრო ხელსაყრელ ფასად გავახერხებდი რამეს. კიდევ ორი სტუდენტი ავიყოლიე და, დიდი წვალებისა და ფაციფუცის შემდეგ, როგორღაც შევძელით ბინის შოვნა და ფულის გვარიანად დაზოგვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამო, სხვა ხარჯების გაწევა მაინც მოგვიხდა. მაგალითად, თავი ვერ ავარიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯს, რადგან კამპუსისგან საკმაოდ შორს ვცხოვრობდით.
გარდა იმისა, რომ ბინა ქალაქის შემოგარენში მდებარეობდა, დაბალი ქირის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ არაფერი დაგვხვდა - არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, არც ჭურჭლ...