მთავარი
მთავარიმთავარიქსელიმიიღეთ წიგნი

სამუშაო შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
03.04.22

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) პერიოდულად ახორციელებს სამუშაო შეხვედრებს სკოლის მასწავლებლებთან, რომლებიც ასწავლიან სამოქალაქო განათლებას, მეწარმეობას, ეკონომიკას ან დაკავშირებულ საგნებს. სამუშაო შეხვედრების მიზანია გაგაცნოთ წიგნი საღი აზრის ეკონომიკა, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე და შესაძლებელია გამოყენებული იყოს ეკონომიკის სწავლების ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ.

სამუშაო შეხვედრაზე მიმოხილული იქნება „საღი აზრის ეკონომიკა“ და მასთან ერთად შექმნილი დამხმარე სასწავლო მასალები: სლაიდები, მაგალითები, საგამოცდო საკითხები და მასწავლებლის გზამკვლევი.

სამუშაო შეხვედრები შედგება ერთი სესიისგან, რომლის ხანგრძლივობაა დაახლოებით 2 საათი:

1. საღი აზრის ეკონომიკის მასალების გაცნობა;

2. პრაქტიკული მაგალითები სკოლაში ეკონომიკის სწავლებიდან;

სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება საგნის სწავლების მიმართულებით და უფასოდ მიიღონ „საღი აზრის ეკონომიკით“ ეკონომიკის სწავლების მასალები, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის მათ სასწავლო პროცესს.

სამუშაო შეხვედრებს გაუძღვება შოთა ქათამაძე, რომელსაც ეკონომიკის სასკოლო და საუნივერსიტეტო დონეზე სწავლების მდიდარი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან შოთა კომაროვის სახელობის სკოლაში ეკონომიკას მე-10 კლასელებს ასწავლის. ამასთან, ის არის სერტიფიცირებული ლექტორი CERGE-EI Foundation Teaching Fellows Program-ის მიერ.

შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან ტარდება ონლაინ ფორმატში. ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით განთავსდება ორგანიზაციის facebook გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: info@geli.ge

The image by Fauxels via Pexels