

ნულოვანი ქვედა ზღვარი

ნულოვანი ქვედა ზღვარი (Zero Lower Bound_ZLB) ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული პრობლემაა: მათ არ შეუძლიათ საპროცენტო განაკვეთების ნულზე დაბლა დაწევა. წარმოიდგინეთ საპროცენტო განაკვეთები, როგორც ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკი ეკონომიკის გასაკონტროლებლად იყენებს.
შეამცირებს განაკვეთებს → სესხის აღება უფრო იაფი ჯდება → ადამიანები და ბიზნესები მეტს ხარჯავენ → ეკონომიკა აჩქარდება.
გაზრდის განაკვეთებს → სესხის აღება უფრო ძვირი ჯდება → ხარჯები შენელდება → ეკონომიკა ნელდება.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია საპროცენტო განაკვეთის ნულზე დაბლა ჩამოწევა, როგორც კი განაკვეთები 0%-ს მიაღწევს, ეს ინსტრუმენტი წყვეტს მუშაობას.
რატომ არ შეიძლება განაკვეთების უარყოფითად გადაქცევა?
თუ ბანკი შემოგთავაზებდათ -2%-ს სესხზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი გიხდით პროცენტს სესხის მიღებისთვის. ასევე თუ ბანკს ექნებოდა -2% ანაბარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკში ფულის შენახვისთვის თქვენ გადაიხდით პროცენტს.
რატომ არის ეს პრობლემა?
მძიმე რეცესიების დროს (როგორიც იყო 2008 ან COVID-19), ეკონომიკას დიდი დახმარება სჭირდება. ცენტრალურ ბანკს შეიძლება სურდეს საპროცენტო განაკვეთის 5%-დან -3%-მდე შემცირება ხარჯების რეალურად გასაზრდელად, მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან 0%-ს ვერ ჩამოსცდება საპროცენტო განაკვეთი.
photo: RDNE Stock project via pexels