ქსელი
„EFI“-ის რეგიონული პარტნიორები მხარს უჭერენ ეკონომიკურ წიგნიერებას თავიანთ ქვეყნებში, ახორციელებენ აქტივობების ფართო პროგრამას, რომლებიც შექმნილია ეკონომიკის მიმართ ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად.

„EFI“ ალბანეთში
ტირანას ევროპული უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი UET ცენტრის საქმიანობის მიზანია ალბანეთის საზოგადოების წინსვლის და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევის, ინსტიტუციური განვითარების და ერთობლივი პროგრამებით.
საკონტაქტო პირი: ქებჯანა ჰაკა

„EFI“ სომხეთში
ქცევითი გადაწყვეტილებების ცენტრი იყენებს ქცევითი ეკონომიკის მეთოდოლოგიას მათი კლიენტების გამომწვევი პრობლემების მოსაგვარებელი ხარჯთეფექტიანი გადაწყვეტების მოსაძიებლად.
საკონტაქტო პირი: არამ ღაზარიანი

„EFI“ აზერბაიჯანში
ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრი ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების კვლევას და ანალიზს საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე დადებითად ზემოქმედების მიზნით.
საკონტაქტო პირი: ნიგარ ისლამლი

„EFI“ საქართველოში
საქართველოს ეკონომიკური ცნობიერების ინიციატივა ცდილობს გაზარდოს ეკონომიკური წიგნიერება ყველა სოციალურ ჯგუფში.
საკონტაქტო პირი: ლევან ფავლენიშვილი

„EFI“ ყირგიზეთში
IPPA ცენტრალური აზიის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრია, რომლის მისიაა რეგიონული სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
საკონტაქტო პირი: ქემელ ტოკტომუშევი

„EFI“ უკრაინაში
ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრების ცენტრი მუშაობს თავისუფალი ბაზრის იდეის პოპულარიზაციასა და უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენაზე.
საკონტაქტო პირი: ნატალია მელნიკი

„EFI“ ყაზახეთში
საზოგადოებრივი ფონდი „Bilim Barine“ მიზნად ისახავს ყაზახეთის მოსახლეობის გაძლიერებას და მობილიზებას თანაბარუფლებიანი და ინკლუზიური განათლების მეშვეობით.
საკონტაქტო პირი: ჟანატ ბუბეკბაევა

„EFI“ უზბეკეთში
ტაშკენტის ვესტმინსტერის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს განათლების საერთაშორისო სტანდარტებს სთავაზობს და იკვლევს ცენტრალური აზიის განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.
საკონტაქტო პირი: ნარგიზა ალიმუხამედოვა

„EFI“ კოსოვო
Riinvest Institute არის სოციო-ეკონომიკური განვითარების სფეროში კოსოვოს წამყვანი უპარტიო ექსპერტების გაერთიანება.
საკონტაქტო პირი: ვისარ ვოკრი

„EFI“ ჩრდილოეთ მაკედონიაში
ლიბერალური ალტერნატიული ინსტიტუტი სათავეში უდგას პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ლიბერალური აზროვნების განვითარებას ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილობრივ და რეგიონულ თემებში.
საკონტაქტო პირი: ორჰან სეკა