კონტენტზე გადასვლა
მთავარი
მთავარიპროექტებიპროექტებიმიიღეთ წიგნიბიბლიოთეკაქსელი

პროექტები

ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩვენი აუდიტორიისთვის ყურის დაგდებით, „EFI“ მუდმივად ავითარებს თავის საქმიანობას, რათა გაზარდოს გავლენა ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების სტანდარტებზე.

„საღი აზრის ეკონომიკა“

რადგან ყველა უნდა საუბრობდეს ეკონომიკის ენაზე

„საღი აზრის ეკონომიკა“ პირველად 2005 წელს გამოიცა და დღეს მესამე რედაქციის გამოცემის პროცესშია. აკადემიური ეკონომისტების ჯეიმს გვართნის, რიჩარდ სტროუპის, დვაით ლის, თაუნი ჰანთ ფერარინისა და ჯოზეფ კალჰუნის მიერ დაწერილი წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“ საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების განმარტებას გთავაზობთ. წიგნის მიზანია მკითხველებს დაეხმაროს გონივრული პერსონალური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ეკონომიკური პრინციპების საფუძვლიანად გააზრების გზით.

იმისათვის, რომ წიგნი ჩვენი რეგიონის ყველა მკითხველის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს, ის თარგმნილია აზერბაიჯანულ, ალბანურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, უზბეკურ, უკრაინულ, ქართულ, ყაზახურ და ყირგიზულ ენებზე. მისი წაკითხვა შესაძლებელია ონლაინ ან უფასოდ ჩამოწერის გზით.

დაიწყეთ კითხვა

ეკონომიკის ოლიმპიადა

ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების წახალისება მომავალ თაობაში

ეკონომიკის ოლიმპიადა ყოველწლიური კონკურსია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. ოლიმპიადა შემუშავებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში მდებარე ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ. ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული რამდენიმე რაუნდის შემდეგ, გამარჯვებული მონაწილეები საერთაშორისო ფინალში ხვდებიან ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში. „EFI“-ის რეგიონული პარტნიორი მართავს და ატარებს კონკურსს სტუდენტებისთვის თავის ქვეყნებში.

იხილეთ მეტი

მულტიმედიური ბიბლიოთეკა

ყველას უნდა ესმოდეს ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკა

„EFI“-ის მულტიმედიური ბიბლიოთეკა მოკლე ვიდეოების და სტატიების უძვირფასესი ნაკრებისგან შედგება. მათში ეკონომიკის ძირითადი საკითხებია განხილული. კატალოგი შემოთავაზებულია შესაბამისი ორგანიზაციების მიერ და ის აბსოლუტურად უფასოა, რაც საშუალებას გვაძლევს ინვესტიციები წარვმართოთ ჩვენი მხარდამჭერების კონტენტის სუბტიტრების შექმნასა და თარგმანზე, ასევე კონტენტის ახალი აუდიტორიებისთვის შეთავაზებაზე.

გადახედეთ ბიბლიოთეკას

მასწავლებლის გზამკვლევი

ყველაფერი, რაც პედაგოგებს სჭირდებათ საღი აზრის ეკონომიკის საკლასო ოთახში შესატანად!

მასწავლებლის გზამკვლევის მიზანია პედაგოგებს შესთავაზოს ყველაფერი, რაც დასჭირდებათ ეკონომიკის შესავლის სწავლებისთვის საშუალო სკოლის დამამთავრებელ და საბაკალავრო პროგრამის საწყის დონეებზე. „EFI“-ს „საღი აზრის ეკონომიკის“ რეგიონზე მორგებულ გამოცემაზე დაფუძნებული გზამკვლევი მოიცავს სლაიდ-პლატფორმებს, ინსტრუქტორის სახელმძღვანელოებს და პრაქტიკული ამოცანების ნაკრებს. ის უკვე წარმატებით იყო გამოყენებული საქართველოს წამყვან საჯარო სასწავლებლებში 500-ზე მეტი სტუდენტისთვის ეკონომიკის გასაცნობად. მასწავლებლის გზამკვლევის ნიმუშის სანახავად, და თარგმანსა და თქვენს ქვეყანაში გავრცელებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს რეგიონულ წარმომადგენელს.

იხილეთ მეტი

ეკონომიკური ანგარიშგების სახელოსნო

ჟურნალისტების კომპეტენციის ამაღლება

„EFI“ მხარს უჭერს თავის რეგიონულ პარტნიორებს სტაჟიორებისა და გამოცდილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ეკონომიკურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ჩვენი სემინარების მიზანია ისეთი პრაქტიკული მეთოდების გაზიარება, რომლებიც ეკონომიკურ ანგარიშებს ფართო საზოგადოებისთვის მეტად ხელმისაწვდომს და გასაგებს გახდის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აქტივობები წაახალისებს დაკავშირების და მენტორობის უფრო დიდ შესაძლებლობებს ამ პროფესიაში, რომელსაც ესოდენ დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე.

იხილეთ მეტი

თვალი გვადევნეთ

ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ ახალ და მნიშვნელოვან პროექტებზე